2020-07-17 12:36:00, 4818 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი: დავიღალე რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით - თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა
„დავიღალე რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით ჩემ მიმართ“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტმა მიმართა ჟურნალისტებს, რომ თუ ქართული არ ესმით, ეს მათი პრობლემაა.
„დავიღალე რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით ჩემ მიმართ. თუ თქვენ არ გესმით ქართული თქვენი პრობელმაა, თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომე თქვენი პრობლემაა და მცდელობა, რომ გამასაღოთ პრო-მოძალადედ, სასაცილოა, რომ არა სატირალი. თქვენ უნდა ისწავლოთ კითხვა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან