16:28 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-16 17:06:36, 5887 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანმა შესაძლოა სომხეთის ატომურ ელექტროსადგურს სარაკეტო დარტყმა მიაყენოს

აზერბაიჯანმა, შესაძლოა, სომხეთში მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს სარაკეტო დარტყმა მიაყენოს. აღნიშნული იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სომხეთი გადაწყვეტს მიაყენოს დარტყმები სტრატეგიულ ობიექტებს აზერბაიჯანში, მათ შორის მინგეჩაურის წყალსაცავს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრესს-სამსახურის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ვაგიფ დარფიახლიმ განაცხადა.

„სომხურმა მხარემ არ უნდა დაივიწყოს, რომ უახლეს სარაკეტო სისტემებს, რომლებიც ჩვენი არმიის მფლობელობაშია, მაღალი სიზუსტით შეუძლიათ მიაყენონ სარაკეტო დარტყმა სომხეთში, მეწამორის ელექტროსადგურს, რაც სომხეთისთვის დიდი ტრაგედია იქნება“, - აღნიშნა დარგიახლიმ.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია დღეს კვლავ დაიძაბა. მხარეები ურთიერთობის დაძაბვას ერთმანეთს აბრალებენ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics