2020-07-16 16:25:50, 5443 ნახვა
მსოფლიო
ილჰამ ალიევმა საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აღნიშნულ ბრძანებას პრეზიდენტმა ალიევმა, დღეს მოაწერა ხელი.
ქვეყნის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიხუნ ბაირამოვი იქნება, რომელიც აზერბაიჯანის მთავრობაში 2018 წლიდან განათლების მინიტრის თანამდებობას იკავებდა.
ცნობისთვის, ილხამ ალიევმა საგარეო საქმეთა მინისტრი გააკრიტიკა, რადგან მისი თქმით, საგარეო უწყების ხელმძღვანელს არ ჰქონია არანაირი რეაქცია, როდესაც აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან