|
2015-09-03 18:44:19, 876 ნახვა
ეკონომიკა
“რომპეტროლმა“ სააკაძის მოედანზე ბენზინგასამართი სადგურის რესტაილინგი დაასრულა
“რომპეტროლმა“ სააკაძის მოედანზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურის რესტაილინგი დაასრულა და მომხმარებლებს დღეიდან მოემსახურება. განახლებული სადგური, კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს ოფიციალურად გახსნეს. რებრენდინგის შედეგად, „რომპეტროლის“ ახალი სადგური, უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებით, ინვენტარით და აპარატურით აღიჭურვა და გამოიცვალა განათების სისტემა. რომპეტროლის ახალი ლოგოს შესაბამისად, შეიცვალა ფერებიც - სადგური ძირითადად თეთრ, ნარინჯისფერ და წითელ ფერშია წარმოდგენილი, რაც კომპანიის რებრენდინგის ერთერთი ნაწილია. „აღნიშნული ავტოგასამართი სადგური, მდებარეობის გამო, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი და დატვირთულია. ამიტომ მოხარულები ვართ, რომ განახლების შედეგად, საწვავის შეძენა მომხმარებლისთვის კიდევ უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გახდა. რესტაილინგი აღნიშნულ ობიექტზე, 20 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში სოლიდური ინვესტიცია ჩაიდო“, - აცხადებს რომპეტროლ საქართველოს გენერალური დირექტორი კონსტანტინ პოპუშოი. განახლებულ სადგურზე მომუშავე ოპერატორები, მომხმარებლების სურვილის მიხედვით, ავტომობილის საქარე მინას საწვავის შევსების პარალელურად გაწმენდენ. „რომპეტროლი“ საქართველოს ბაზარზე უკვე 9 წელია სტაბილურად და წარმატებით ვითარდება, წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის - ევრო 5 საწვავს სთავაზობს. რომპეტროლ საქართველო წარმოადგენს KazMunayGas International NV, ყოფილი რომპეტროლ ჯგუფის წევრს. კომპანიამ სახელი შეიცვალა 2014 წლის დასაწყისში, კომპანია KazMunayGas (KMG)-თან საქმიანობისა და ოპერაციების ინტეგრაციის შედეგად, რომელიც წარმოადგენს ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ეროვნულ ოპერატორსა და ჯგუფის ერთადერთ აქციონერს. KazMunayGas International NV 12 ქვეყანაში 7000 თანამშრომელს აერთიანებს.
(R)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)