03:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-03 18:19:46, 533 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კონფერენციას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და  შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გოგა რაზმაძე სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრნენ.

კონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ქვეითებისა და მძღოლების ქცევის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა.

კონფერენციის მიზანი იყო დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც ქვეითები და მძღოლები საგზაო მოძრაობის წესებს არღვევენ. კონფერენციის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამაზე ისაუბრეს, რომელიც შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის დავალებით მზადდება და უახლოეს მომავალში განხორციელდება.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ქალაქ თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები, ამერიკის შეერთებული შტატების, ნიდერლანდების სამეფოს, ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და სხვა დაინტერესებული მხარეები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics