|
2015-09-03 18:00:27, 715 ნახვა
საზოგადოება
მერია სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი დანახარჯის სუბსიდირებას განახორციელებს
დედაქალაქის მერია სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი დანახარჯის სუბსიდირებას განახორციელებს. ამის შესახებ თბილისის ემრის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით.თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გადასახადი მოსახლეობისათვის თითქმის გათანაბრდა და თბილისის მერია მზად არის შესაბამისი ზომების გასატარებლად. იმისთვის, რათა ჩვენს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ახალი ტარიფი მძიმე ტვირთად არ დააწვეთ, მათთვის განხორციელდება ელექტროენერგიის გაზრდილი დანახარჯის სუბსიდირება“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)