|
2015-09-03 17:01:58, 558 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები სოფლის ექიმებს შეხვდნენ
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თემის სამედიცინო პუნქტები 2016 წელს მართვაში მუნიციპალიტეტების გამგეობებს გადაეცემათ. აღნიშნულის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ლევან გორგილაძემ და ზურაბ თენიეშვილმა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელ ბესიკ ბაუჩაძესთან ერთად რიყეთისა და დიოკნისის თემების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. „აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სისტემატურად ეცნობა პირველადი ჯანდაცვის ცენტრების საქმიანობას და საჭიროების შემთხვევაში ექიმებს ეხმარება პრობლემების გადაჭრაში. ჩვენ გვსურს, რომ პირველადი ჯანდაცვის ორგანიზებაში მეტი როლი დაეკისროს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. პჯდ ცენტრების შენობების უმრავლესობა უკვე გადასულია გამგეობების ბალანსზე, პროცესი გრძელდება, გამგეობები ასევე უზრუნველყოფენ მათ სარემონტო და აღჭურვის საკითხებს. 2015 წელს მუნიციპალიტეტების მართავში გადავა თემის სამედიცინო პუნქტებიც, რაც გაამარტივებს მათ საქმიანობას, მონიტორინგს, აღჭურვას, კომუნალურ და სარემონტო საკითხებს“, -აღნიშნა ლევან გორგილაძემ ექიმებთან გამართულ შეხვედრაზე. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების” 2015 წლის პროგრმის ფარგელებში თსპ-ის მედდებს ხელფასითა და პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტებით, ასევე სადიაგნოსტიკო საშუალებებით ამარაგებს. პროგრამის ფარგლებში აჭარის სოფლის მოსახლეობას ექიმამდელ სამედიცინო დახმარებას 230 მედდა უწევს. მიმდინარე წელს, სამინისტრო სოფლებში საექიმო კადრების დამაგრების, მათი სოციალურ-ეკონომიური პირობების გაუმჯობესების და სოფლის მოსახლეობისათვის ბაზისური, უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით პჯდ ცენტრების ექიმების მატერიალურ სტიმულირებასაც ახდენს. პროგრამის „სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურება“ ფარგლებში მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების - ქედის, შუახევისა და ხულოს სოფლის ექიმებს ყოველთვიურად ხელფასზე დანამატის სახით ერიცხებათ 300 ლარი, ხოლო ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებს 150 ლარი. სამინისტროს წარმომადგენლები მორიგ შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმებთან გმართავენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)