2020-07-16 10:04:46, 5274 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მდომარეობა კვლავ დაიძაბა
აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მდომარეობა კვლავ დაიძაბა.
ორივე მხარე ადასტურებს, რომ გუშინ ღამით საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ოფიციალური ბაქოს განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სომხეთის თავდაცვის მინისტრმა კი ეუთო-ს წარმომადგენელს აზერბაიჯანის საზღვართან ვითარების გამწვავების შესახებ აცნობა.
შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო მონაცემებით საზღვარზე მომხდარმა შეტაკებებმა 16 ადამიანი იმსხვერპლა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან