|
2020-07-15 17:03:42, 4059 ნახვა
რეგიონი
ვიდეო შეხვედრა ტშებნიცას რეგიონის მმართველთან
დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, ტშებნიცის რეგიონის მმართველთან, ქალბატონ მალგორჟეტა მატუსიაკთან, ტშებნიცას პოვიატას საკრებულოს თავმჯდომარე რობერტ ადახისთან, საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროს კაროლ პშივარასთან და პროტოკოლის განყოფილების უფროს ალექსანდრა მიროვსკასთან ვიდეო შეხვედრა გამართა. ასევე, ჩართვაში მონაწილეობდნენ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუსუდან შავაძე. შეხვედრაზე მხარეებმა მათ რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა COVID 19 -ის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღებულ გამოცდილებაზე. შეხვედრაზე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ კონკრეტულ საკითხებზეც ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ქვემო სილეზიასთან თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე წელს ტშებნიცას რეგიონის მმართველმა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, ხელი მოაწერეს დამეგობრების განზრახულებას, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებას და სხვადასხვა სფეროში აქტიურ თანამშრომლობას.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)