2020-07-15 13:08:21, 5731 ნახვა
მსოფლიო
აია სოფიას ტაძარში ქრისტიანულ ხატებსა და მოზაიკებს მუსლიმური ლოცვის დროს დაფარავენ
აია სოფიას ტაძარში ქრისტიანულ ხატებსა და მოზაიკებს მუსლიმური ლოცვის დროს დაფარავენ, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქრისტიანულ ხატებისა და მოზაიკების ფარდებს ან ლაზერის საშუალებით დაფარავენ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასამართლომ 10 ივლისს აია სოფიას გაუუქმა მუზეუმის სტატუსი და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მისი მეჩეთად გადაკეთების ნებართვა გასცა. აია სოფიას 1934 წლეს მუზეუმის სტატუსი მიენიჭა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან