|
2015-09-03 14:28:03, 455 ნახვა
საზოგადოება
სემეკის სხდომაზე სოსო შატბერაშვილმა და თელასის წარმომადგენელმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე, სადაც „თელასის“ ტარიფებს განიხილავენ დაპირისპირება მოხდა. სხდომაზე მემარცხენე ალიანსის წევრმა სოსო შატბერაშვილმა და „თელასის“ წარმომადგენელმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების შედეგად, დაცვის თანამშრომლებმა ორივე მათგანი დარბაზიდან გაიყვანეს. ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია „თელასის“ ტარიფთან დაკავშირებით საჯარო სხდომას მართავს. სემეკმა სს "თელასისთვის" ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფები უნდა დაადგინოს. ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტს ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი წარადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)