2020-07-14 19:54:47, 3886 ნახვა
მსოფლიო
სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება გრძელდება - ოფიციალურ შედეგებს ორივე მხარე ასაჯაროებს
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება გრძელდება, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არც ერთი მხარე არ იცავს.
დღეს აზერბაიჯანის გარდაცვლილ ჯარისკაცებსა და გენერალს პატივი მიაგებს, რის ფონზეც სადაო ტერიტორიაზე შეტაკებები ისევ მიმდინარეობს .
BBC-ის ცნობით ამ წუთებში ორივე მხარის ზარალი დიდია. განადგურებულია ორივე ქვეყნის სამხედრო ტექნიკა და გარდაცვლილი სამხედროების რიცხვიც გაიზარდა.
ოფიციალური ინფორმაციით 11 აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა პირველ შეტაკებას, ხოლო სომხეთის განცხადებით, მათ მხოლოდ ორი ჯარისკაცი დაეღუპათ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,