|
2020-07-14 17:11:07, 4073 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ!
ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ, – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი. როგორც სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, მას აქვს დიდი გეგმები როგორც უკრაინასთან, ასევე საქართველოსთან დაკავშირებით. „მთლიანობაში, თქვენ უნდა იცოდეთ - მე მაქვს დიდი გეგმები როგორც ურაინაში, ასევე საქართველოში. მე ვარ დიდი ტრანსფორმაციის მომხრე. მე არ მჯერა ნაბიჯებისა და პროცესების, მე მჯერა მხოლოდ პროცესის შედეგების. შემოდგომაზე მე ვემზადები დიდი ნახტომისთვის საქართველოში. ჩვენ დავასრულებთ ჩემი სამშობლოს, საქართველოს დამცირებას და ჩემი ერის დამცირებას რუსეთთან შეკრული ივანიშვილის მიერ, თუნდაც მე თუ ამაში დიდი ფასის გადახდა მომიწევს. დიახ, მე ვიბრძვი უკრაინაშიც და საქართველოში. დიახ, მე არ მაქვს პრეტენზია მაღალ თანამდებობებზე არც ერთ ქვეყანაში, თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ გახლავართ რეგიონალური ლიდერი და ბევრისთვის დაკავშირებული ვარ გაუმჯობესებისა და რეფორმების იმედდთან და ამ ხალხს მე არ გავუცრუებ ამ ადამიანებს იმედს, რაც არ უნდა მოხდეს და რა ფასის გადახდაც არ უნდა მომიწიოს. როგორი სირთულეებიც არ უნდა იყოს, მე არასდროს-არასდროს-არასდროს არ ვნებდები და არ ვუშვებ ხელებს არც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და არც პირად ცხოვრებაში. და დიახ, ჩემს წინ ბევრი იმედგაცრუებაა. დიახ, ყველაფერი არ არის ისე, როგორც მინდა, თუმცა ამავდროულად მე ზუსტად ვიცი, რომ ბრძოლის ნებისმიერ ფრონტზე ჩვენ გველოდება დიდი საქმეებიი და წარმატებები ჩვენი ქვეყნისა და ადამიანების საკეთილდღეოდ, რომლებიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანები არიან, რომლებისთვისაც მე ვცხოვრობ და ვაპირებ ვიცხოვრო ჩემი დარჩენილი ცხოვრება. ყველაფერს რასაც გავაკეთებ, გავაკეთებ სიყვარულით, სიყვარულისთვისა და ისეთი რაღაცეებისთვის, რაც ჩვენზე უფრო მაღლა დგას. მე დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ მე არ ვარ დაბადებული გამარჯვებისთვის, უკრაინაც და საქართველოც გამარჯვებულია ამისთვის. ჩემთვის ახლობელი ადამიანები დაბადებულები არიან გამარჯვებისთვის. სწორედ ეს არის ჩემი გზა ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)