14:43 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-14 15:24:28, 3545 ნახვა

რეგიონი
ლევან დავითაშვილი: სამინისტროს ინტერესშია პარლამენტმა კანონპროექტი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს

გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამოქალაქო აქტივისტების „გავიგუდე“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის მიერ მოწონებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის შესახებ   პარლამენტში განხილვის დაჩქარების საკითხი განიხილეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი კანონპროექტი საკმაოდ კომპლექსურია და ის მთლიანად შეცვლის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის  მიდგომებს. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის  შემუშავებაში ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული.

„საზოგადოების და კერძო სექტორის მზაობის გარეშე, ვერცერთი საკანონმდებლო ცვლილება შედეგს ვერ მოიტანს. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის შემუშავებისას ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა როგორც საჯარო, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორთან. სამინისტროს ინტერესშია პარლამენტმა კანონპროექტი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს“, -აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 „გავიგუდე“-ს წარმომადგენლებმა იმ რისკებზე ისაუბრეს, რასაც კანონპროექტის საშემოდგომო სესიაზე განხილვა გამოიწვევს. სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ კანონპროექტის განხილვა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მოხდეს და მისი მიღება დაჩქარდეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics