|
2020-07-14 12:30:27, 3663 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე - ევროპარლამენტის დოკუმენტი პირდაპირ ნიშნავს, რომ დარჩენილი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს
„ცალკე არის გამოყოფილი, რომ ორი ადამიანი გათავისუფლებულ იქნება და მაინც ბოლომდე უნდა შესრულდეს, რაც პირდპაირ ნიშნავს, რომ დარჩენილი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე ევროპარლამენტის დოკუმენტს. მისი თქმით, თუ დოკუმენტს მმართველი გუნდის მხრიდან იგივე რეაგირება ექნება, მაშინ ამას ევროპელი პარტნიორების მხრიდან უფრო მკაცრი რეაქცია მოჰყვება. „იქ არის საუბარი 8 მარტის შეთანხმების აუცილებლობაზე და ცალკე არის გამოყოფილი, რომ ორი ადამიანი გათავისუფლებულ იქნება და მაინც ბოლომდე უნდა შესრულდეს, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ დარჩენილი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს. მნიშვნელობა აქ აქვს ამ შემთხვევაში სახლი და გვარი მოხსენიებულია თ არა, რადგან ესაა არსი ამ კონკრეტული მუხლის. ესაა ისეთი ტიპის დოკუმენტი, რომელზეც რეაგირება თუ ისევე ექნება „ქართულ ოცნების“ მხრიდან, რომ ევროპარლემნტარები მოსყიდულები არიან, ან ვიღაცის ლობირებას ეწევიან, ან შეცდომაში არიან შეყვანილნი, მაშინ ამას მოჰყვება კიდევ უფრო მძიმე რეაქცია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ“, - განაცხადა კაპანაძე. შეგახსნებთ, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ანგარიშში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი უყარეს. ანგარიში ეხებოდა ევროპარლამენტსა და საქართველოს შორის არსებულ ასოცირების ხელშეკრეულებას და იმას თუ რამდენად ასრულებს საქართველო ხელშეკრულებას. ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხს. ევროპარლამენტში აღნიშნავენ, რომ აუცილებელია 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულება.
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)