20:36 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-14 11:30:12, 3579 ნახვა

კომენტარი
ლევან კობერიძე გეგმავს, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ ​კანონში ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, მისი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში ცვლილებების გასაჩივრების პროცესს დაიწყებს.

როგორც ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კანონპროექტი არის ანტიკონსტიტუციური.

„ეს ყველაფერი იყო პარლამენტის პრეროგატივა. ახლა აპირებენ, ამ კანონის ვადის წლის ბოლომდე გაგრძელებას. კონკრეტულ შედეგებს უნდა ვიღებდეთ, თუ რა ეპიდემიოლოგიურ პროგნოზზე ვსაუბრობთ, რამდენად მზად არის ჰოსპიტალური სექტორი და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ყველაფერი კარგად არის, მეორე ტალღით რატომ გვაშინებენ. თუ მეორე ტალღა ასეთი საშიშია, მაშინ ყველაფერი რატომ იხსნება ეკონომიკის მიმართულებით?! დღეს, სამწუხაროდ, პარლამენტი თავის უფლებამოსილებას დათმობს და მთავრობას გადასცემს. კენჭისყრის შედეგებს დაველოდები და ალბათ, „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს თავისივე ინიცირებულ კანონპროექტს. თუ ასე მოხდა, აუცილებლად დავიწყებთ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების პროცესს“, – განაცხადა კობერიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics