|
2020-07-13 11:56:19, 3362 ნახვა
რეგიონი
შეხვედრა პროექტის - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში
ევროკავშირის მიმდინარე პროექტის - ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის" ფარგლებში, დღეს შუახევში, ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრში, ქედის, შუახევისა და ხულოს მერების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო შემუშავებული გეგმის თანახმად, სამივე მუნიციპალიტეტისთვის, ინტერმუნიციპალური პროექტების შექმნა და სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა. ,,საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გამოგვივიდა. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ძალიან ბევრი საჭირო და საინტერესო პროექტების განხორციელებას შევძლებთ ერთობლივი ძალისხმევით. მადლობა ევროკავშირის სამდივნოს ამ შესაძლებლობისთვის და ასევე, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს: CENN -ს, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს, დემოკრატიის ინსტიტუტს (IOD), რომლებმაც მუნიციპალიტეტს აღმოუჩინეს მხარდაჭერა და წაახალისეს დაგეგმვის პროცესი" - აღნიშნა შეხვედრის შემდგომ, ქედის მერმა ლევან გორგილაძემ. შეხვედრაზე დღის წესრიგით განიხილეს სამივე მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი და ახალი სერვისების შექმნის შესაძლებლობები, რომელზეც შეხვედრის მონაწილეებს სიღრმისეული ინფორმაცია მიაწოდა შპს,,ქედის ტურისზმის ხელშეწყობის განვითარების ცენტრი"-ს დირექტორმა და პროექტის LED- ოფიცერმა, რაულ ცინცაძემ. შეგახსენებთ, რომ ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის" მთავარ მისიას მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს და ევროკავშირის ამ ინიციატივას ქედის მუნიციპალიტეტი 2018 წლის ოქტომბრიდან შეუერთდა, ხოლო შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები, გასულ წელს. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც წელს მსოფლიო ბანკმა ტექნიკური შეფასების გზით დაამტკიცა, საქართველოში ერთადერთ ინტერმუნიციპალური გეგმაა და მისი მთავარი მიზანია: სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდა (ადგილობრივი ფერმერებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზებით); ერთობლივი ტურისტული მარშრუტების შექმნა („ჩანჩქერის ბილიკი“); ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბიზნეს მხარდაჭერის სერვისების შექმნა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)