2020-07-10 18:12:41, 3225 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დაუშვა
თურქეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, აია-სოფია შესაძლებელი იქნება, გადაკეთდეს მეჩეთად. მას სასამართლომ გაუუქმა მუზეუმის სტატუსი.
აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებას ემხრობოდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მმართველი პარტია.
ცნობისთვის, 1 500 წლის წინ აშენებულ ქრისტიანულ ტაძარს, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა, 1930-იან წლებში მუზეუმის სტატუსი მიანიჭეს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან