|
2020-07-10 16:47:52, 3064 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ, მერი თურმანიძეს საიუბილეო თარიღი მიულოცა
დაბადებიდან 70 და საბიბლიოთეკო ცხოვრებაში მოღვაწეობის 50 წლის იუბილე მერი თურმანიძეს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ კულტურის ცენტრის ხელმძღვანელ მაკა მაკარაძესთან ერთად მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. ,,ძნელია შეაფასო ის დიდი შრომა და ღვაწლი, რაც თქვენ მიგიძღვით ჩვენი თაობების სრულფასოვანი აღზრდის საკითხში. შესაშურია თქვენი სიყვარული პროფესიისა და წიგნის მიმართ, ენთუზიაზმი, უშრეტი ენერგია და პროფესიონალიზმი. დღევანდელი დღე არის თქვენი ღვაწლის დაფასება. გისურვებთ ჯანმრთელობას, ხალხის ულევ სიყვარულს და შემოქმედებით წარმატებებს, რომელიც არასოდეს მოგკლებიათ" – აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ. მერი თურმანიძე სოფელ წაბლანაში, კულტურული ტრადიციების მატარებელ ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ბიბლიოგრაფია - ბიბლიოთეკად მცოდნეობის სპეციალობით. 1970-წლიდან კულტურის სისტემაშია, მუშაობდა შუახევის სარაიონო ბიბლიოთეკის გამგედ, ცენტრალიზებული საბიბლიოთეკო სისტემის დირექტორად. ამჟამად კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტია და აქტიურად მონაწილეობს კულტურულ - შემოქმედებით, ტრადიციულ, საზეიმო ღონისძიებებში. საბიბლიოთეკო ქსელის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. არის ხალხური შემოქმედების ოლიმპიადის ლაურეატი, მიღებული აქვს მრავალი სიგელი, დიპლომი , პრიზი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)