02:56 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-02 17:46:38, 518 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი ქართველ ებრაელებს: თქვენ აქ ხართ სტუმრებიც და მასპინძლებიც

მჯერა, რომ გავა საუკუნეები და ამ ადგილზე ქართველები და ებრაელები ისევ შეიკრიბებიან და ისევ იზეიმებენ ჩვენს ძმობას და მეგობრობას,–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ონის სინაგოგის 120 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

პრემიერმა იუბილეზე დამსწრეთ ონის სინაგოგის 120 წლისთავი მიულოცა და ბიძინა ივანიშვილს ძეგლის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს სინაგოგა აღადგინა თქვენმა მეგობარმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მას, რომელიც არის გამორჩეული მეგობარი ებრაელი ხალხის. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ამ სამი წლის განმავლობაში გაძლიერდა ჩვენს შორის 26 საუკუნოვანი ძმობა და მეგობრობა. მისი დამსახურებაა ის, რომ ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ისრაელში და მისი დამსახურებაა ის, რომ დღეს აქ შეკრებილებს მოგვეცა საშუალება ერთად ვიზეიმოთ ონის სინაგოგის 120 წლისთავი", - აღნიშნა პრემიერმა.

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველებისა და ებრაელების მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა და ისრაელიდან ჩამოსულ ქართველ ებრაელებს მიმართა.  

„ონის სინაგოგა არის სიმბოლო ქართველებისა და ებრაელების ძმობის, ჩვენი 26 საუკუნოვანი მეგობრობის. მინდა ეს დღე  მივულოცო ჩვენს ქართველ ებრაელებს, რომლებიც წლების წინ ცხოვრობდნენ  ონში და დღეს აქ არიან ჩვენთან ერთად. მინდა განსაკუთრებით მივესალმო ისრაელის ელჩს საქართველოში, ბატონ იუვალ ფუქსს. აქ იმყოფებიან მთავრობის და პარლამენტის წევრები. ჩვენ თქვენთან ერთად ვზეიმობთ დღევანდელ დღეს. ონის სინაგოგა აშენდა 120 წლის წინ ქართველების და ებრაელების ხელით. მივესალმები ისრაელიდან ჩამოსულ ქართველ ებრაელებს. თქვენთვის საქართველო მეორე სამშობლოა, თქვენ აქ ხართ სტუმრებიც და მასპინძლებიც. ამიტომ, მთელი სიყვარულით და პატივისცემით მოგესალმებით და გისურვებთ მშვიდობას, გისურვებთ გაძლიერებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ისრაელის ელჩმა საქართველოში, იუვალ ფუქსმა საქართველოს მთავრობას და ყოფილ პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა ონის სინაგოგის რესტავრაციისთვის. მისი განცხადებით, საქართველოში მდებარე ყველა სინაგოგის, მათ შორის 120 წლიანი ონის სინაგოგის აღდგენა–რესტავრაცია სწორედ ბიძინა ივანიშვილის დახმარებით მოხდა.  

იუბილესთან დაკავშირებით  საზეიმო ღონისძიება დღეს სინაგოგის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.სიდიდითა და სილამაზით გამორჩეული ონის სინაგოგა მნიშვნელოვან არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს და იგი ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობის ერთ–ერთი სიმბოლოა. ონის სინაგოგის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics