|
2020-07-10 12:31:39, 3337 ნახვა
კომენტარი
კილაძე ელექტრონული კომუნიკაციების კანონპროექტზე - კანონპროექტს არ მივიღებთ აუცილებლად იმ ფორმით, რა ფორმითაც შემოსულია
თუ ელექტრონული კომუნიკაციების კანონპროექტში შესატანი ცვლილებები რაიმე კითხვებს აჩენს, რამაც შესაძლოა მედიის თავისუფლება შეზღუდოს, უნდა მივიღოთ ისეთი ტიპის კანონი, რომელიც კითხვის ნიშანს არ დატოვებს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი არ აპირებს კანონპროექტი იმ ფორმით მიიღოს, რა ფორმითაც შესულია. „მედია თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, არჩევნების წინა პერიოდში ნამდვილად დაკვირვების ქვეშ არის, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც. ამიტომ, ის შემოთავაზებული ცვლილებები თუ რაიმე კითხვის ნიშანს აჩენს, რომ მედიის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს არათანაზომიერად, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი ტიპის კანონი, რომელიც ამ კითხვის ნიშანს არ ტოვებს. მე არ ვიტყოდი, რომ იმ ფორმით რა ფორმითაც არის ეს კანონპროექტი შემოსული, აუცილებლად ამ ფორმით მივიღებთ და დავუჭერთ მხარს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)