02:57 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-02 17:26:25, 780 ნახვა

საზოგადოება
აბიტურიენტთა ჩარიცხვები შესაძლოა, თავიდან განხორციელდეს

აბიტურიენტთა ჩარიცხვები შესაძლოა, თავიდან განხორციელდეს.  როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, თუკი  ყველა მხარის  (ზემდგომი უწყებების, უმაღლესი სასწავლებლების, აბიტურიენტების (ჩარიცხულებისიც) და მთლიანად საზოგადოების) თნხმობა იქნება, მზად არიან, ჩარიცხვების ხელახლა განხორციელების პროცესი დაიწყონ.

მიმინოშვილი შექმნილ ვითარებაში სხვა გამოსავალს ვერ ხედავს, ვინაიდან მისი განმარტებით, გამონაკლისის, თუ ცვლილების დაშვებისას, მთავარია სამართლიანობის პრინციპის შენარჩუნება  და ერთი ჯგუფის მოთხოვნის გათვალისწინება და  მეორის იგნორირება, უსამართლობა იქნება.

" ეს ორგანიზაცია უმაღლეს სასწავლებლებს ემსახურება ეროვნული გამოცდების სისტემის სახით. ბუნებრივია,  ისინი უნდა იყვნენ საქმის კურსში. ყველა შემთხვევაში, თუ ცვლილებაა განსახორციელებელი, და ამ ადამიანებს მივეცით შესალებლობა შეიტანონ რიგ ჩამონათვალში ცვლილებები და ამას ითხოვენ,მაშინ უნდა გაუქმდეს რანჟირების დოკუმენტი და მიეცეს შესაძლებლობა ყველას ცვლილება შეიტანოს და არა ერთ კონკრეტულს.აქედან გამომდინარე, ეს გულისხმობს, რომ უნდა გაუქმდეს რანჟირების დოკუმენტი, ოღონდ საფუძველს ვერ ვერ ვხედავ და ეს საფუძველიც უნდა მოიძებნოს, უმაღლეს სასწავლებლებს უნდა ვუთხრა, რომ ასეთ შემთხვევაში მეორე სემესტრიდან დაიწყება სასწავლო პროცესი იმიტომ, რომ ვერაფრით ვერ მოესწრება ეს პროცესი ორ კვირაში და ერთ თვეში. ჩარიცხულმა სტუდენტებმაც უნდა იცოდნენ, რომ ცოტა ხნით უნდა მოითმინონ, რომ თავიდან უნდა განვახორციელოთ  ჩარიცხვები და დაველოდოთ ამას ყველაფერს. მივცეთ შესაძლებლობა შემდეგ ყველას, თავიდან გააკეთოს თავისი არჩევანი და შემდეგ ისევ თავიდან განვახორციელოთ ეს ჩარიცხვების პროცედურა. მეტ გამოსავალს მე ვერ ვხედავ.შესაძლოა ხელახალი ჩარიცხვები მართლაც მოხდეს.ყველაფერი ხდება ამ ქვეყანაზე. კანონს მე ვერ დავარღვევ, უსამართლოდ არ  მოვიქცევი არავითარ შემთხვევაში სხვა აბიტურიენტის შემთხვევაში, თუ ამათ მივცემ შესაძლებლობას, მივცემ სხვასაც. თუ უმაღლესი სასწავლებლები იტყვიან, რომ რაზეა ლაპარაკი თებერვლიდან დავიწყოთ სასწავლო პროცესი, ნახევარი წელი გავჩერდებით და არაფერს არ გავაკეთებთ, მთელი საზოგადოება თუ ამაზე შეთანხმდება, ჩვენ მზად ვარ ამ პროცესის დასაწყებად",-განაცხადა მაია მიმინოშვილმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში.

აბიტურიენტთა ნაწილის პროტესტს  მაია მიმინოშვილი დღეს სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" მეშვეობითაც გამოეხმაურა:

"იშვიათად ვწერ ხოლმე სოციალურ ქსელში, მაგრამ დღეს აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო აბიტურიენტთა ნაწილის პროტესტს. ყოველთვის მიმაჩნდა - ჯანმრთელობა, ფიზიკური თუ ემოციური, ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, მშობლების უმეტესობა დამეთანხმება. გაუგებარია, როდესაც მშობელი თავად ურჩევს შვილს ჯანმრთელობის დაზიანების ფასად მიიღოს გამონაკლისი. კიდევ უფრო სამწუხარო და მიუღებელია, როდესაც საუბარში პოლიტიკური აქცენტი ჩნდება.

ამ ყველაფრის მიზეზი კი ისაა, რომ გარკვეულ ფაკულტეტებზე სწავლის გაგრძელების სურვილი ამ აბიტურიენტებს მხოლოდ 26 აგვისტოს, პროცესის დასრულების შემდეგ გაუჩნდათ.

ორი შეხვედრა გვქონდა და ვეცადე განმემარტა, რომ ნებისმიერი სახის გამონაკლისის თუ ცვლილების დაშვებისას მთავარია სამართლიანობის პრინციპის შენარჩუნება. არის აბიტურიენტების კიდევ ერთი ჯგუფი - რომელმაც არ გაითვალისწინა სწავლების საფასური, ძვირადღირებულ სასწავლებელში ჩაირიცხა და სწავლას ვერ აგრძელებს. მათაც ანალოგიური შეცდომა დაუშვეს. დამეთანხმებით, რომ დიდი უსამართლობა იქნება ერთი ჯგუფის თხოვნის გათვალისწინება და მეორის იგნორირება - ანუ ძვირადღირებულ სასწავლებლებში ჩარიცხულებს, რომლებიც სწავლების საფასურს ვერ იხდიან, ასევე უნდა მივცეთ ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა. თუ ასე მოვიქცევით, მათ მიერ გამოთავისუფლებულ ადგილებზე პრეტენზიის მქონეთ, რომლებიც სხვა არჩევანზე ჩაირიცხნენ, რადგან საკონკურსო ქულა არ ეყოთ, მაგრამ ადგილის გათავისუფლების შემდეგ შანსი უჩნდებათ, ვერ ვეტყვით უარს გამოთავისუფლებული ადგილების დაკავებაზე. ეს არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ ძირითადი წესის დარღვევა იქნება. ეს ყოველივე კი, ალბათ ხვდებით, ჩარიცხვების ხელახლა განხორციელებას გულისხმობს.

პირადად მე მივიჩნევ, რომ არა მხოლოდ საგამოცდო, არამედ ნებისმიერი პროცესის წესების გაცნობა, გათვალისწინება და პატივისცემა ადამიანისა და მთლიანად საზოგადოების უმთავრესი მახასიათებლი უნდა იყოს, თუმცა, თუ ყველა მხარე - ზემდგომი უწყებები, უმაღლესი სასწავლებლები, აბიტურიენტები (ჩარიცხულებიც) და მთლიანად საზოგადოება საჭიროდ მიიჩნევს, მზად ვართ დავიწყოთ ეს პროცესი",-წერს მაია მიმინოშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics