|
2020-07-10 10:58:14, 3217 ნახვა
კომენტარი
გახარია შაქარაშვილის საქმეზე - ხდება ტრაგედიის სპეკულირება პოლიტიკური მიზნებით, რაც კატეგორიულად მიუღებელია
„ის, რაც ახლა ხდება, ტრაგედიის სპეკულირება პოლიტიკური მიზნებით, კატეგორიულად მიუღებელია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გამოძიების ყველა მხრიდან შეფასება მისი დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს. „როდესაც ვსაუბრობ, რომ პოლიტიკურ შეფერილობას სამწუხაროდ იძენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ტრაგიკული შემთხვევები, სწორედ ამას ვგულისხმობ. მიმდინარეობს გამოძიება. სახელმწიფოს და პირველ რიგში საგამოძიებო ორგანოების ძირითადი ამოცანაა უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი. შესაბამისად, მე თუ კითხვები მიჩნდება, ამ კითხვებს ვუსვამ კოლეგებს. ეს არ არის ის კითხვები, რომლებიც სანამ ტრაგედია ჯერ კიდევ ცხელია და სანამ გამოძიების პროცესი არ დამთავრებულა, საჯაროდ გამოვიტანოთ. ჩვენი ამოცანაა, ყველამ ხელი შევუწყოთ გამოძიებას. გამოძიება რომ დასრულდება და შედეგი იქნება, შემდგომ შეიძლება ამ გამოძიების ყველა მხრიდან შეფასება. ის, რაც ახლა ხდება, ტრაგედიის სპეკულირება პოლიტიკური მიზნებით, კატეგორიულად მიუღებელია. არასამართლიანი კი არა, ამორალურია ეს ყველაფერი, ყველანაირ ფასეულობებს მიღმა. მთავარი არის გამოძიება დამთავრდეს და დამნაშავე დაისაჯოს. ეს არის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ კონკრეტულ სიტუაციაში უნდა აღსრულდეს. თუ ამის შემდგომ, გამოძიების პროცესში რომელიმე სამართალდამცველმა დაუშვა ან კანონდარღვევა ან არ შეასრულა თავისი მოვალეობა, ამისთვის არსებობს პროკურატურა და რომელზეც უნდა დაიწყოს კიდევ სხვა გამოძიება. ეს არ უნდა იყოს ჭორაობის საგანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)