|
2015-09-02 16:44:20, 570 ნახვა
საზოგადოება
ცოფის შემთხვევის გამო, სოფელ სამრეკლოში კარანტინი გამოცხადდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში, ცოფის შემთხვევის გამო, კარანტინი გამოაცხადა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტომ სოფელ სამრეკლოში მსხველფეხა პირუტყვის ცოფით დაცემის შემთხვევა გამოავლინა, რომელიც 31 აგვისტოს ლაბორატორიულად დადასტურდა. „ვეტერინარულ-სანიტარული წესების შესაბამისად, სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხოველის დაცემისა და დამარხვის ადგილზე ჩაატარეს დეზინფექცია, სოფელში გამოცხადდა კარანტინი. დაავადების დაფიქსირების ადგილიდან 2-3 კილომეტრის რადიუსში დაიწყო ცოფის ამთვისებელი ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია. ასაცრელი 1500 სული ცხოველიდან ამ ეტაპისთვის 700 სული უკვე აცრილია. ვეტერინარულ-სანიტარული წესების მიხედვით მიმდინარეობს ზედამხედველობა დანარჩენ ცხოველებზე. ღონისძიებები გრძელდება“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)