|
2020-07-09 17:09:49, 3354 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ რწმუნებულებთან სამუშაო თათბირი გამართა
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ისაუბრეს სოფლებში არსებულ ვითარებაზე და იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს. განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, საზაფხულო იალაღებზე და სოფლებში ელექტროენერგიით უზრუნველყოფის, წერტილოვან ადგილებზე წყლის სისტემისა და შიდა სასოფლო გზების მოწესრიგების საკითხები. შუახევის მერმა რწმუნებულებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა, დავალება მისცა პროაქტიულად წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთ თემებში არსებული სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ. ამასთან, კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის თითოეული მაცხოვრებლის პრობლემებისა და წინადადებების მერიამდე მიტანას, ასევე მათი განხილვისა და გადაწყვეტის პროცესის შემდგომ სრულყოფას. თათბირის მუშაობაში მონაწილეობდნენ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე და მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე, რუსუდან შავაძე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)