02:56 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-02 15:33:32, 515 ნახვა

საზოგადოება
ღარიბაშვილი: ჩვენი სურვილია მოსახლეობა მთაში დავაბრუნოთ

ჩვენი სურვილია დავაბრუნოთ მოსახლეობა მთაში, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა რაჭის სოფელ უწერაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივებს გაესაუბრა და მათ პრობლემებს გაეცნო.

მთავრობის მეთაურმა უწერაში მცხოვრებთ რიონის კალაპოტის გამაგრებას, გაზიფიკაციას და მიწების დაკანონების პროცესში დახმარებას დაჰპირდა.

მანვე შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია მთის კანონის შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთის კანონი 1 იავრიდან ამოქმედდება და მთაში მცხოვრებთათვის მთელი რიგი შეღავათები დაწესდება: განსხვავებული ხელფასები და დახმარებები, საწარმოები მთლიანად გათავისუფლდებიან მოგების და ქონების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისგან კი 10 წლის განმავლობაში. ახლდაბადებულ ბავშვზე ოჯახი ყოველთვიურად 100 ლარს, ხოლო მეორე და მესამე ბავშვზე 200 ლარს მიიღებს.

„წლების განმავლობაში არანაირი ყურადღება არ ექცეოდა მთას და ამის შედეგი არის ის უმძიმესი სურათი, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ. მთა იცლება, ოჯახები ტოვებენ სახლ–კარს და მიდიან ქალაქში, რაც არის დიდი შეცდომა. ჩვენ დავიწყეთ წინა მთავრობების შეცდომების გამოსწორება. მივიღეთ მთის კანონი, რომელიც იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და რომელიც 1 იანვარს შევა ძალაში.  გაწერილია მთელი რიგი ღონისძიებები, შეღავათები, რომელსაც ჩვენ დავუწესებთ მთაში მცხოვრებ მოსახლეობას. კერძოდ, განსხვავებული ხელფასები ექნებათ პედაგოგებს, ექიმებს. პენსიონერებს გაეწევათ დახმარებები. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ მთაში საწარმოები მთლიანად გათავისუფლდება მოგების და ქონების გადასახადისგან. ასევე საშემოსავლო გადასახადისგან იქნებიან გათავისუფლებულები 10 წლის განმავლობაში. ამას გარდა, დემოგრაფიული სურათის გასაუმჯობესებლად, თითოეულ ახალდაბადებულზე 100 ლარს მიიღებს ოჯახი თვეში, ყოველ მეორე და მესამე ბავშვზე 200 ლარს, რაც ვფიქრობ იქნება კარგი დახმარება მთავრობის მხრიდან. ასევე ვფიქრობთ, რომ ამ შეღავათების ამოქმედების შემდეგ მთაში უნდა დაიწყოს სერიოზული ცვლილებები. ძალიან ბევრი უცხოელი ჩამოდის და აქ ყიდულობს სახლს, მაშინ როცა ჩვენი მოქალაქეები, ქართველები მიდიან და ტოვებენ სახლ–კარს. ამიტომ, მთავრობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთაში დავამაგროთ მოსახლეობა და გავაძლიეროთ მთა და სოფელი“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics