|
2020-07-09 14:32:35, 4357 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი კონგრესის კანონპროექტზე - სჯობს ხელისუფლებამ გზავნილები შეცვალოს და ამ თემას სერიოზულად შეხედოს
„ჯობია, ხელისუფლებამ იმ გზავნილებს, რასაც ისინი უშვებენ ხოლმე, შეცვალონ და ამ თემას სერიოზულად შეხედონ“, - ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აშშ-ს კონგრესის კანანოპროექტს. ჩუგოშვილის აქვს მოლოდინი, რომ ჩანაწერი მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ იქნება მხარდაჭერილი. „ჩემი მოლოდინია, რომ ჩანაწერი მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ იქნება მხარდაჭერილი. საგულისხმო სიგნალი უნდა იყოს ეს ხელისუფლებისთვისაც და მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვისაც, როდესაც ტექსტები, რომელიც აქამდე გვესმოდა, იყო მხოლოდ განცხადებებში, პოსტებში ან ტვიტებში, ახლა გადადის უკვე ამერიკის კანონმდებლობაში. ეს აღარ არის უბრალოდ განცხადებები. ჯობია, ხელისუფლებამ იმ გზავნილებს, რასაც ისინი უშვებენ ხოლმე, შეცვალონ და ამ თემას სერიოზულად შეხედონ”, - განაცხადა ჩუგოშვილმა. ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის დახმარების 15%-ით შესაძლო შემცირების შესახებ, რამდენიმე ცვლილება დაემატა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)