2020-07-08 18:37:28, 5173 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი შტატებს სკოლების გახსნისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაფინანსების შეწყვეტას არ გამორიცხავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შტატებს სკოლების გახსნისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაფინანსების შეწყვეტას არ გამორიცხავს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტრამპი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
„გერმანიაში, დენმარკში, ნორვეგიაში, შვედეთსა და სხვა ბევრ ქვეყანაში სკოლები პრობლემის გარეშე გაიხსნა. დემოკრატები ფიქრობენ, რომ ნოემბრის არჩევნებამდე სკოლები თუ გაიხსნება, ეს მათთვის პოლიტიკურად ცუდი იქნება, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის. შესაძლოა შეწყდეს დაფინანსება თუ არ გაიხსნება“, - წერს ტრამპი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან