18:28 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-02 14:35:14, 352 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებულ კანონპროექტს განიხილავენ

პარლამენტის სესიაზე ვეტოს საფუძველზე წარდგენილ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებულ კანონპროექტს განიხილავენ. 
როგორც ცნობილია, 31 ივლისს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი და მისგან გამომდინარე  კანონთა პაკეტი უკან დაუბრუნა.
ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე და მისგან გამომდინარე 13 თანმდევ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს კომიტეტის სხდომაზე ამწუთებში პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი  წარადგენს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიზანშეუწონლად მიაჩნიათ  საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კუთხით ეროვნული ბანკის უფლებამოსილებების სააგენტოსათვის გადაცემა და სააგენტოს ამოცანად საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის განსაზღვრა, ნაცვლად ეროვნული ბანკისა.
ასევე მიიჩნევენ, რომ   კანონპროექტის ამოქმედება არსებითად გამოიწვევს ფინანსური სექტორის სტაბილურობის შერყევას, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს ქვეყანაში ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობისა და სანდოობის ხარისხზე.
 შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ეთანხმება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ხელმოსაწერად წარმოდგენილი სახით მიღებას და შემდგომში ამოქმედებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics