|
2020-07-08 15:10:07, 4415 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი თურქეთთან სახმელეთო საზღვრის გახსნის მოთხოვნაზე - ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს შეიძლება საერთოდ იგნორირება გაუკეთო
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას თურქეთთან სახმელეთო საზღვრის გახსნის შესახებ და განაცხადა, რომ ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს შეიძლება საერთოდ იგნორირება გაუკეთო. ვოლსკიმ განმარტა, რომ თურქეთში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა და კონტროლი არის საკმაოდ დაბალ დონეზე იმისთვის სახმელეთო საზღვარი გაიხსნას. „როდესაც ევროკავშირთან ფრენებსა და მიმოსვლებზე საქართველოს ურთიერთობები ყალიბდება, ეს პროფესიონალურად განიხილება. ასე რომ, შენიშვნებს, წინადადებებს, განცხადებებს, ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს შეიძლება საერთოდ იგნორირება გაუკეთო, იმიტომ, რომ ოპოზიციის ერთადერთი მიზანი არის საზოგადოებაში რაღაც ეჭვების შეტანა, თითქოს რაღაც არასწორად კეთდება. დესტრუქციული ოპოზიცია დავარქვით და ზუსტად შეესაბამება თავის სახელს. მით უმეტეს, თურქეთის თემასთან დაკავშირებით. უმძიმესი მდგომარეობაა და კონტროლი არის საკმაოდ დაბალ დონეზე იმისთვის, რათა ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, რომ ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენონ და შემდეგ, ჩამოსულებმა კიდევ რისკი შეუქმნან ჩვენს მოქალაქეებს, თორემ, ხელისუფლებისთვის შეზღუდვების დაწესება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე კარების გახსნა, მაგრამ ის სირთულეზე, რაც შეიძლება ამან მოიტანოს, აბსოლუტურად არ არის პასუხისმგებლობა ამ ე.წ. ოპოზიციის. უპასუხისმგებლო ხალხია და არანაირ პასუხისმგებლობის აღებას არც აპირებენ საკუთარ თავზე. ვითარება რომ დამძიმდეს, ამის შემდეგ კაციშვილს ვერ იპოვით, რომ პასუხი გაგცეთ იმაზე, თუ რას ლაპარაკობდნენ რამდენიმე დღის წინ", - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა მიმართა მთავრობას და თურქეთთან რეგულაციების დაწესებით სახმელეთო საზღვრის გახსნა მოითხოვა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)