|
2020-07-07 13:41:36, 4163 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარადჭერით ჩოხატაურში ღვინის მარანი აშენდა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური თანამონაწილეობით ჩოხატაურის სოფელ ზემოფარცხმაში ღვინის მარანი აშენდა. მარანში 4 ქვევრი განთავსდება თითოეულის მოცულობა 700 ლიტრია. ქვევრები კომპანიამ უკვე შეიძინა და ამ ეტაპზე მისი მონტაჟი მიმდინარეობს. კომპანია ჩხავერის ჯიშის ღვინოს თავად აწარმოებს. ვაზი 1 ჰა-ზეა გაშენებული და მოსავალი წლიდან წლამდე იზრდება. შპს „მარიკა შოშაშვილი“ წელს 3 ტონა ყურძენის მოსავალს ელოდება. მოყვანილი ყურძნით კომპანია „მეფარიშვილის მარანს“ ეტიკეტირებულ ბოთლებში ასხამს, თუმცა მანამდე მას ქვევრში, ტრადიციული წესით ინახავს. კომპანია მოგვიანებით კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ღვინის ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით საოჯახო სასტუმროს გახსნას აპირებს. ღვინის მარნის ასაშენებლად ამ ეტაპზე კომპანიის მიერ ჩადებულმა ინვესტიციის საერთო მოცულობამ 70 000 ლარი შეადგინა. პროექტის დასრულების შემდეგ კომპანია სოფელში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გეგმავს. „მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩოხატაურის სოფელ ზემოფარცხმაში ღვინის საოჯახო მარანი აშენდება. საოჯახო მარნები ევროპაში, მაგალითად იტალიაში საკმაოდ პოპულარულია. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საოჯახო მარნის პოპულარიზაციას, ღვინის ბიზნესს და ამით წავახალისოთ ტურიზმი. ახალი მარნის გახსნა ახალ სამუშაო ადგილებსაც შექმნის, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ბადრი ჯაფარიძესა და გორდულაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო
ბადრი ჯაფარიძე - პარტიების აკრძალვით „ოცნება“ ამზადებს ნიადაგს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის
ნადარაია კოპალეიშვილს: ცდილობთ სასამართლოს წარმოჩენას ისე, თითქოს რაღაცაში გზღუდავთ
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)