2020-07-06 17:03:12, 3869 ნახვა
მსოფლიო
ინდონეზიის საკურორტო კუნძული ბალი საერთაშორისო ტურისტებს 11 სექტემბრიდან უმასპინძლებს
ინდონეზიის საკურორტო კუნძული ბალი საერთაშორისო ტურისტებს 11 სექტემბრიდან უმასპინძლებს.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტურიზმის წილი ბალის ეკონომიკის დაახლოებით 70%-ს შეადგენს. შესაბამისად, კუნძულს პანდემიის გამო მძიმე დარტყმას მიადგა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბალიზე აპრილის თვეში თითქმის 100% -ით შეწყდა ტურისტების მოგზაურობა, რადგან ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ინდონეზიამაც, საზღვრები დახურა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან