16:40 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-01 16:34:53, 330 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოზე ხვალ იმსჯელებს

პარლამენტი „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდეტის ვეტოზე ხვალ იმსჯელებს.

საპარლამენტო უმრავლესობას პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის იმედი აქვს.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ხვალ, სხდომაზე დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა იქნება და ვეტოს დაძლევას შეძლებენ.

„კოალიციის შიგნით ვეტოს დაძლევაზე მსჯელობა იყო. ვეტო დაძლეული იქნება“, - აღნიშნა მეჭიაურმა.

ამასთან, პარლამენტის თავჯდომარის მოადგილის მანანა კობახიძის თქმით, მმართველ გუნდში ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის ვინაობაზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა.

„ჩვენი ამოცანაა, ჯერ ვეტო დავძლიოთ და ეს კანონი ამოქმედდეს, პრეზიდენტის ან პარლამენტის თავჯდომარის ხელმოწერით. უკვე შემდეგი ეტაპი იქნება სააგენტოს ხელმძღვანელის არჩევა“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ  „ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო.

პარლამენტის  მიერ დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს.

კერძოდ, იქმნება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება. განხილვის პროცესში პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი შეიცვალა. მათ შორის ცვლილებები შეეხო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტებისა და მისი ხელმძღვანელის არჩევის წესებს. ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე არიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics