|
2020-07-05 17:31:10, 3275 ნახვა
სამართალი
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს ჩემპიონს, დანარჩენ ოთხ ბრალდებულთან ერთად, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს ჩემპიონსა და ევროპის ვერცხლის პრიზიორს, დანარჩენ ოთხ ბრალდებულთან ერთად, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი ამ წუთებში დასრულდა და განაჩენი მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გამოიტანა. ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. მათ მიაჩნიათ, რომ სასამართლოს შუამდგომლობა გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით უნდა გაეთვალისწინებინა, რადგან დაკავებულები ნასამართლევები არ არიან. შეგახსენებთ, რომ გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი დაკავებული საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი იური ლომაძე არის. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)