22:18 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-04 13:18:25, 5967 ნახვა

კომენტარი
უგულავა - თუ სახმელეთო საზღვარი არ გაიხსნება, დასავლეთ საქართველოს შიმშილი ელის

 კეთილი უნდა ვინებოთ და საკუთარ მოქალაქეებზე ვიზრუნოთ. არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ არ გაივლის შემოწმებას, ან კარანტინში არ წავა. თუ ჩვენ არ მივეცით ეხლა მათ მუშაობის საშუალება, შემოდგომიდან მთელს აჭარას შიმშილი ელის - ამის შესახებ, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, საზღვრების არ გახსნის შემთხვევაში, შემოდგომიდან დაწყებული კრიზისზე  პასუხისმგებელი იქნება მთლიანად მთავრობა და "ქართული ოცნება". 

"გუშინ პრემიერმა გახარიამ გვამცნო, რომ მთავრობა არ აპირებს სახმელეთო საზღვრის გახსნას თურქეთის მიმართულებით, მაშინ როდესაც თურქეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის გახსნა საზღვარი.

ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ არა „ტრაილერის“ მძღოლების, არამედ, პირველ რიგში, საკუთარი მოქალაქეების თვალით შეხედოთ პრობლემას. მე გუშინ დავბრუნდი აჭარიდან და გურიიდან, სადაც ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, ერთი მთავარი პრობლემა დგას და ეს პრობლემა დგას გადაუდებლად, უკვე წლებია ჩვენი თანამოქალაქეები, იმის გამო, რომ აქ ვერ შოულობენ სამუშაოს, დადიან თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე, მე ვსაუბრობ 10 ათასობით ადამიანზე, რომელსაც საკუთარი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილით და მიდიან მეზობელ ქვეყანაში თხილისა და ჩაის საკრეფად. ჩაის სეზონი თითქმის გასულია და აგვისტოში იწყება თხილის სეზონი. ეს არის ამ ადამიანებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო და ამ სამი თვის განმავლობაში, ჩვენი ერთი მოქალაქე დაახლოებით 8-დან 10 ათას ლარამდე აგროვებს, რითაც ოჯახს ინახავს მთელი წლის განმავლობაში. ჩვენ კარგად გვესმის ეპიდვითარება და ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, ამავე დროს, ჩვენ უნდა დავუჯეროთ, პირველ რიგში, ექიმებსა და ეპიდემიოლოგებს და არა ხელისუფლებას, რომელიც უკვე აშკარად კორონავირუსს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. გახსენით თურქეთთან საზღვარი მანამ, სანამ დასავლეთ საქართველოში პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილი არ დაწყებულა. აქვე ხაზს ვუსვამ, რომ თურქეთი როგორც ქვეყანა და განსაკუთრებით ჩვენთან ახლოს მდებარე რეგიონი, ეპიდ კუთხით აბსოლიტურად იგივეა რაც გურიასა და აჭარაში. ჩვენ ერთად უნდა შევიმუშაოთ მექანიზმები თუ როგორ უნდა მოიქცეს ჩვენი თანამოქალაქე და თანაცხოვრება კოვიდთან, რასაც ჩვენი ეპიდემიოლოგები მოგვიწოდებენ, სწორედ ამას ნიშნავს - უნდა ვიმუშაოთ და ამავე დროს, დავიცვათ წესები. ჩვენი მოვალეობაა მივცეთ ადამიანებს მუშაობის საშუალება, თუნდაც თურქეთში. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ საზღვართან ისეთი ინფრასტრუქტურა, რომ ადამიანების შემოწმება ხდებოდეს და თუ ვამოწმებთ ტრაილერის მძღოლებს, ვაკეთებთ ამას და სწორსაც შვებით. კეთილი უნდა ვინებოთ და საკუთარ მოქალაქეებზე ვიზრუნოთ. არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ არ გაივლის შემოწმებას, ან კარანტინში არ წავა. თუ ჩვენ არ მივეცით ეხლა მათ მუშაობის საშუალება, შემოდგომიდან შიმშილობა გველის და ამაზე პასუხისმგებელი იქნება მთლიანად მთავრობა და "ქართული ოცნება"", - განაცხადა გიგი უგულავამ. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics