2020-07-03 12:38:32, 5682 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ედუარდ ფილიპი თანამდებობიდან გადადგა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ფილიპმა გადადგომის თაობაზე საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონის აცნობა, რომელიც გადაწყვეტილებაზე დათანხმდა.
ედუარდ ფილიპის მთავრობა უფლებამოსილებას ახალი მთავრობის არჩევამდე შეასრულებს.
ცნობისთვის, ედუარდ ფილიპი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,