|
2015-09-01 11:43:18, 686 ნახვა
საზოგადოება
ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაიწყო
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაიწყო, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე გაუძღვა. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტი ექსპორტის ხელშეწყობაა, საექსპორტო ბაზრებისა და ნაკადების დივერსიფიკაციის გზით. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედების შემდეგ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (აერთიანებს შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიას და ლიხტენშტეინს) მოლაპარაკებების დაწყება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. EFTA -თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შედეგად, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მაღალმყიდველუნარიანი ბაზარი, რომელიც აერთიანებს 4 ქვეყანას და 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო და საინვესტიციო პოტენციალის ზრდას, ასევე ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების გაჩენას. ამასთან აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც საქართველო გააფორმებს ისლანდიასა და ლიხტენშტეინთან. მხარეთა შორის შეხვედრები და მოლაპარეკებების პროცესი 4 სექტემბრამდე გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)