22:20 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-02 13:17:51, 4095 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - აბიტურიეტს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები დაუფიქსირდება, პისიარ ტესტის გაკეთება მოუწევს

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა აბიტურიენტს, რომელსაც გამოცდის წინა დღეებში ტემპერატურა ან კორონავირუსის დამახსაიათებელი სიმპტომები აღენიშნება პისიარ ტესტის გაკეთება მოუწევს. 
მან ასევე განმარტა, რომ ტესტის პასუხი 24 საათში ექნება აბიტურიენტს, რის შემდეგაც წარსდგება იგი საგამოცდო კომისიასთან. 
"სახელმწიფომ, განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტრომ და ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ყველაფერი გააკეთა, რომ აბიტურიენტებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეექმნა, ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით.
დღემდე საქართველო, რჩება ეპიდემიის დაბალი გავრცელების ქვეყნად. ამ რეგიონში ჩვენ ვართ, როგორც კუნძული, გამორჩეული ოაზისი სადაც ირგვლივ ყველა ქვეყანაში, ვისთანაც საზღვრები გვაქვს, ან კიდევ უფრო შორს, მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა და პანდემია მთელს მსოფლიოში განიცდის განვითარებას და ზრდას. ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი მერყეობს 110-დან 140-150 ათასის ფარგლებში და ჯერ-ჯერობით პანდემია არ ჩერდება. ამასთან მიმართებაში საქართველოში შედარებით მშვიდი ვითარება გვაქვს, მაგრამ ეს არ არის დამშვიდების საფუძველი. ამიტომ ჩვენ ყველა ღონისძიება მოვამზადეთ იმისთვის, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო, რომ არ მოხვდეს ინფიცირებული ადამიანი, აბიტურიენტი გამოცდაზე და ადგილი არ ჰქონდეს მის გავრცელებას.
ვისაც გამოცდების წინა დღეებში ექნება მომატებული ტემპერატურა და კორონავირუსის დამახასიათებელი რესპირაციული  სიმპტომები, აუცილებლად ექიმის დანიშნულებით უნდა მივიდეს შესაბამის ცენტრებში სადაც ხდება ნაცხის აღება და გაიკეთოს პისიარ ტესტი. ხაზს ვუსვამ, აბიტურიენტი ვისაც ექნება შესაბამისი სიმპტომები და ტემპერატურა. პასუხი 24 საათში ექნებათ და ამის შემდეგ უდნა წარდგნენ საგამოცდო კომისიის წინაშე", - განაცხადა გამყრელიძემ. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics