2020-07-02 12:32:33, 4335 ნახვა
კომენტარი
ფინანსთა მინისტრი - ფრენების აღდგენით პანდემიის აფეთქების რისკი უფრო დიდია, ვიდრე ეკონომიკისთვის სიკეთის მოტანა
რამდენადაც პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ფრენების აღდგენით, რისკი და სიკეთე მაინცდამაინც ვერ ბალანსდება - ამის შესახებ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გაანცხადა.
მისი თქმით, ეს არ ნიშნავს ეს იმას , რომ არავისთან არ გავხსნით საზღვარს, უბრალოდ მოვეკიდებით მეტი სიფრთხილით და შევეცდებით, რომ ის ქვეყნები შეირჩეს სწორედ
"ძალიან სასიხარულოა იმ 15 ქვეყანას შორის რომ მოვხვდით, რომელთანაც ევროკავშირი საზღვრებს გახსნის, თუმცა ვგებულობთ, რომ ერთგვაროვანი მიდგომა ყველას არ აქვს. მაგალითად ავსტრიამ გადაწყვიტა რაღაც პერიოდი გადაავადოს, 10 სექტემბრამდე არ გახსნას საზღვრები. ჩვენ ამ ნაწილში სიფრთხილეს აქვს შემდეგი ლოგიკა და ახსნა. ევროკავშირიდან რა რაოდენობის ადამიანიც შესაძლოა ჩამოვიდეს, ეს არის შედარებით მცირე რაოდენობა ადამიანი, იმ გაუარესებული სენტიმენტების და განწყობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს ზოგადად არსებობს. ეს არის საკმაოდ მცირე ადამიანები. ეს ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინ როდესაც არ გვყავს საერთოდ ტურისტი. ეს არის ძალიან ძალიან მცირედი იმისა რაც გვქონდა შარშან და რა მოლოდინი გვქონდა წლის დასაწყისში.
თუმცა ეპიდემიის თვალსაზრისით რისკი საკმაოდ მაღალია. ჩვენ სავარაუდოდ 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით წელს, 50 ათასი ტურისტი, რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს პრაქტიკულად ზღვაში წვეთია ეკონომიკისთვის. მათმა ერთმა პროცენტიც, რომ დაინფიცირებული იყოს საკმაოდ სერიოზული გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს. შემდეგ შეზღუდვებიც, რომ არ დავაწესოთ გავრცელების პირობებში ადამიანები თვითშეზღუდვით არიან დაკავებული ამიტომ ეკონომიკური აქტივობა ვარდება.
ამდენად, რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგეჩვენოთ, რისკი და სიკეთე მაინცდამაინც ვერ ბალანსდება. არ ნიშნავს ეს იმას , რომ არავისთან არ გავხსნით საზღვარს, უბრალოდ მეტი სიფრთხილით მოვეკიდებით და შევეცდებით, რომ ის ქვეყნები შეირჩეს სწორედ ან ის წესი მიმოსვლის იქნება ეს ტესტირება, თუ იქნება სხვა ტიპის უსაფრთხოების წესები ისე დადგინდეს, რომ ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური აფეთქება. ეს არის ძირითადი ადეკვატური პრინციპი შემდეგი ორი თვის განმავლობაში. იმისდამიხედვით როგორ განვითარდება ზოგადი სიტუაცია მსოფლიოში, აქაც შეიძლება გაცილებით უფრო გახსნილი და უფრო ნაკლები სიფრთხილით მოვეკიდოთ ამ საკითხს. ეს არის ზოგადი ფილოსოფია, მეორე დღესვე რატომ არ გამოვვარდით და ყველა მიმართულებით არ არის ფრენები აღდგენილი", - განაცხადა მაჭავარიანმა.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან