2020-07-01 16:22:46, 4560 ნახვა
მსოფლიო
ნიდერლანდებში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 50 შემთხვევა დაფიქსირდა
ნიდერლანდებში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა 6-ით.
ნიდერლანდებში, სულ 50 273 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 6 113 ადამიანი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, ნიდერლანდების მთავრობამ დაამტკიცა ევროკავშირის მიერ შეთავაზებული,იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც საზღვრებს გაუხსნის. ჩამონათვალი 15 ქვეყანას მოიცავს, მათ შორისაა საქართველოც.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან