2020-07-01 16:03:06, 4977 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ფაუჩი - არ გაგვიკვირდება, თუ აშშ-ში დღეში კოვიდ19-ის 100 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდება
დღეს აშშ-ში კოვიდ19-ით ინფიცირების კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი, 40 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა, დაფიქსირდა.
დოქტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ყოველდღიურად 40 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა, „მთელ ქვეყანას საფრთხეში“ აყენებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კითხვაზე, თუ რამდენ შემთხვევას შეიძლება ელოდოს აშშ, ფაუჩიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „არ გაუკვირდებათ, თუ ჩვენ დღეში 100000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდება“.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან