|
2020-06-30 13:04:21, 4155 ნახვა
კომენტარი
დავით ზალკალიანი - დიდი ალბათობით საქართველო იქნება იმ 15 ქვეყანას შორის, რომელსაც ევროკავშირი საზღვარს გაუხსნის
დიდი ალბათობით, საქართველო არის და იქნება უსაფრთხო 15 ქვეყანას შორის რომელსაც ევროკავშირი გაუხსნის საზღვარს - ამის შესახებ, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოსთვის საზღვრის გახსნა იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და წარმატება, რომელსაც მთავრობას ჰქონდა კორონავირუსთან ბრძოლისას. "თქვენთვისაც ცნობილია, რომ ევროკავშირი განიხილავს უსაფრთხო ქვეყნების სიას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თუმცა იმ ინფორმაციით რაც ამ დროისთვის ვრცელდება, დიდი ალბათობით, საქართველო არის და იქნება უსაფრთხო 15 ქვეყანას შორის რომელსაც ევროკავშირი გაუხსნის საზღვარს. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება, იმ წარმატების, რომელიც საქართველოს და ჩვენს მთავრობას ჰქონდა აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შემდგომი რეგულაციები, თუ რა პროცედურები იქნება ჩვენი მოქალაქეების მიმართ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, ეს იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილებით მიღებული და ჩვენი გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისობაში ჩვენი ევროპელი პარტნიორების დადასტურებით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)