|
2015-08-31 18:15:14, 1856 ნახვა
კომენტარი
თინათინ მჟავანაძე: შემაშფოთებელია, როცა არჩევნების წინ, მედიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს ბადებს
„შემაშფოთებელია ის ტენდენცია, როცა მოახლოებული არჩევნების წინ, მედიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს ბადებს“, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა თინათინ მჟავანაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დემოკრატიის განმტკიცება, თავისუფალი და კონკურენტუნარიანი მედიის გარეშე, შეუძლებელია. როგორც მჟავანაძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მედიაში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით ადევნებს თვალს და საზოგადოებასთან ერთად მედიის კონსტიტუციურ თავისუფლებას დაიცავს. „პოლიტიკურად აქტიური და ინფორმირებული საზოგადოება სახელმწიფოს დემოკრატიულობის საფუძველია. ქართული საზოგაოდება ყოველთვის გამოირჩეოდა პოლიტიკური პასუხისმგებლობით. სწორედ ამ საზოგადოების მონაპოვარია თავისუფალი მედია, რომლის მიმართაც ჩვენი მოქალაქეები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. დემოკრატიის განმტკიცება თავისუფალი და კონკურენტუნარიანი მედიის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, შემაშფოთებელია ის ტენდენცია, როცა მედიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს ბადებს, მით უფრო ახალი პოლიტიკური სეზონის დაწყებისა და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ქვეყანაში დემოკრატიისა და კონსტიტუციის გარანტი, ყურადღებით ადევნებს მედიაში მიმდინარე პროცესებს და საზოგადოებასთან ერთად დაიცავს მედიის კონსტიტუციურ თავისუფლებას“, – განაცხადა მჟავანაძემ.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)