|
2020-06-29 17:58:02, 9473 ნახვა
სხვადასხვა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2020-2021 აკადემიური სასწავლო წლისთვის მიღება მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ წელს ლიცეუმში მოხვედრის მსურველთა რიცხვი 61%-ით არის გაზრდილი. საბუთების მიღების პროცესი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. რეგისტრაცია 3 ივლისს დასრულდება. რეგისტრირებული მოსწავლეები 7 ივლისს მათემატიკის, ხოლო 8 ივლისს ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ. ცვლილებაა ლიცეუმის მისაღები გამოცდების ფორმატში - აპლიკანტებს ფიზიკურ მომზადებაში ტესტის გავლა აღარ მოუწევთ. გამოცდები ორ ქალაქში თბილისსა და ქუთაისში ჩატარდება და მოსწავლეებს ქალაქის არჩევა თავად შეეძლებათ. კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეები მშობლის განცხადების საფუძველზე კონკურსის წესით მიიღებიან. ჩასარიცხად შეირჩევიან რეგისტრირებული კანდიდატებიდან, რომელთაც გამოცდებში მაღალი შედეგები აქვთ. შერჩეული კანდიდატები სამედიცინო შემოწმებას სამხედრო ჰოსპიტალში გაივლიან. წელს ლიცეუმში ადგილების რაოდენობა 121 მოსწავლით განისაზღვრა, აქედან 97 ვაჟი და 24 გოგონაა. ჩარიცხულ მოსწავლეთა საბოლოო სიები 5 აგვისტოს გამოქვეყნდება. კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები მიიღებიან, რომელთაც 2020 წელს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური (IX კლასი) აქვთ დამთავრებული და შესარჩევი კონკურსის პირობებს აკმაყოფილებენ.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)