|
2015-08-31 16:02:35, 662 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: დღეს მედია უპრეცედენტოდ თავისუფალია
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მედიაზე ზეწოლას გამორიცხავს. როგორც მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან და ტელეკომპანია „იმედზე“ რამდენიმე გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით განაცხადა, ყველა არხის სარედაქციო და საკადრო პოლიტიკა თავისუფალია და ხელისუფლება მასში არ ერევა. „დღეს მედია არის უპრეცენდენტოდ თავისუფალი. დღეს ჩვენ მოვიტანეთ ის, რაც წინა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. ეს არის ის, რომ ჟურნალისტს, მოქალაქეს არ ეშინია ხელისუფლის,“ - განმარტა თეა წულუკიანმა. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, მინისტრის თქმით, მისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ტელეკომპანია აგრძელებს მაუწყებლობას და თავის შეფასებებში თავისუფალია. „უმნიშვნელოვანესია, რომ „რუსთავი 2“ აგრძელებს მაუწყებლობას, რომ ის თავისუფალია თავის შეფასებებში და ეს ასეც გაგრძელდება. რაც შეეხება სამართლებრივ დავას ყოფილ და ამჟამინდელ მესაკუთრეებს შორის, ეს არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების თემა და მათ შორის არც ჩემი საქმე. იმედი მაქვს, სასამართლო, რომელიც სხვებთან ერთად მე გავათავისუფლე სამი წლის წინ, მიიღებს პირუთვნელ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას. ეს არ არის ჩვენი თემა. ეს მესამე ხელისუფლების მოსამართლის თემაა", - განაცხადა წულუკიანმა. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრმა ინგა გრიგოლიას წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ის ჟურნალისტურ კარიერას არ დაასრულებს. "რაც შეეხება ქალბატონი ინგას გადაცემის შეჩერებას თუ დახურვას, მე არ ვარ ჩახედული ამ თემაში, მაგრამ აქაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ, როგორც ჟურნალისტი, არ დაეკარგოს მედიას და მან შეძლოს გაგრძელება იმავე თუ სხვა არხზე, როგორც თავად გადაწყვეტს, რომ მიაწოდოს დამოუკიდებელი და თავისუფლად მოპოვებული ინფორმაცია ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)