16:39 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-31 15:59:37, 472 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება

პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება.

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცესკო–ს ცნობით, პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, #11 საგარეჯოს და #65 მარტვილის ოლქებში ჩატარდება, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს შუალედური არჩევნები  დმანისის,  ვანის,  ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში.  

„ცესკომ, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მიიღო დადგენილება, რომელიც  კონკურენტული და თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს: დადგენილების მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, კანონით განსაზღვრული წესის დაცვის შემთხვევაში, საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ 31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში“,– ნათქვამია ცესკო–ს განცხადებაში.

მათივე ინფორმაცით, საგარეჯოში არჩევნები 49 უბანზე ჩატარდება, სადაც 46 011 ამომრჩეველი ფიქსირდება, ხოლო მარტვილში - 39 უბანზე, სადაც 33 465 ამომრჩეველია. რაც შეეხება საკრებულოს შუალედურ არჩევნებს, დმანისის 4 საარჩევნო უბანზე 1623 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ზედა ვანის ერთ უბანზე - 808, ხობის საარჩევნო უბანზე - 822, ხოლო საგარეჯოში - 1533. 

„საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნაშია არჩევნების პროფესიულ დონეზე ორგანიზებისა და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად“, – აცხადებენ ცესკო–ში. 

შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდა, საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის  თინათინ ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნა, ხოლო მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი, ბატონი ნაული ჯანაშია გარდაიცვალა.

საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა ოთხივე ადგილობრივ საარჩევნო ოლქში მოხდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო. ამათგან ერთ ადგილობრივ საარჩევნო ოლქში, კონკრეტულად კი დიდ დმანისში, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის გარდაცვალების გამო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics