00:16 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-29 13:40:38, 3991 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე - დღევანდელი ისტორიული დღე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და „ევროპული საქართველოსთვის“ ისტერიული აღმოჩნდა

მე ვთქვი, რომ დღეს ისტორიული დღეა. "ნაციონალური მოძრაობისთვის" და ეგრედწოდებული "ევროპული საქართველოსთვის" ეს დღე აღმოჩნდა ისტერიული და ეს დამოწმდა მათ მიერ დაორგანიზებული აქციით - ამის შესახებ, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ოპოზიციის ისტერია მათ მიერ დაორგანიზებულ აქციით გამოხატა, რომელიც პარლამენტთან მოაწყვეს.

"დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე, მოგეხსენებათ ბოლო რამდენიმე წელი ვერ ხერხდებოდა ჩვენს ქვეყანაში პროპორციულზე ან პროპორციულთან მიახლოებულ სისტემაზე გადასვლა. ეს ჩვენ მოვახერხეთ. 
მოგეხსენებათ 2024 წელს, არჩევნები სრულად პროპორციულად ჩატარდება , ხოლო ახლა 2020 წელს, რამდენიმე თვეში დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით, პროპორციულობა გაიზარდა და ეს არის 120/30-ზე. ეს იყო შეთანხმების ნაწილი, ჩვენი პირობაც და ეს შესრულდა. ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, ყველა მოქალაქეს, რომ დღეს ჩვენ შევძელით, რომ მეტად პროპორციული ყოფილიყო 2020 წლის არჩევნები, ხოლო შემდეგ უკვე საქართველო სრულად პროპორციულ სისტემაზე გადადის. ეს არის დემოკრატიის მიღწევა, ხარისხის ამაღლება და თუ თანხმდება საზოგადოება და კონსოლიდირებულია იმ საკითხთან დაკავშრებით, რომ პროპორციული სისტემა მეტ დემოკრატიას ნიშნავს, ეს ამით უზრუნველყოფილია. 
მე ვთქვი, რომ დღეს ისტორიული დღეა. "ნაციონალური მოძრაობისთვის" და ეგრეთწოდებული "ევროპული საქართველოსთვის" ეს დღე აღმოჩნდა ისტერიული და ეს დამოწმდა მათ მიერ დაორგანიზებული, პარლამენტთან ჩატარებული აქციით. ისინი ისტერიით შეხვდნენ დღევანდელ გადაწყვეტილებას და არათუ გავიდნენ შეთანხმებიდან, არამედ წავიდნენ ამ შეთანხმების წინააღმდეგ. ახლა რითი შეფუთავენ ამას, რომელიმე კრიმინალის გათავისუფლებით თუ ასე შემდეგ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ისინი გავიდნენ შეთანხმებიდან, არ შეასრულეს შეთანხმების პირობები, წავიდნენ ამ შეთანხმების წინააღმდეგ და აქცია დააორგანიზეს  საქართველოს პარლამენტთან. ეს იყოს საქართველოს მოქალაქეების ნების წინააღმდეგ მოქმედება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics