|
2015-08-31 15:14:00, 564 ნახვა
საზოგადოება
ტელეკომპანია "იმედთან" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ტელეკომპანია "იმედთან" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ორი პოლიტიკური თოქშოუ- რეაქცია და იმედის კვირა დაიხურა. წამყვანი ინგა გრიგოლია და აღნიშნულ გადაცემებზე მომუშავე ადამიანები გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებენ. შეგახსენებთ, ტელეკომპანია "იმედმა" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტს დროებით აჩერებს. "ამის მიზეზია ჩვენი სურვილი, შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან. ამავე განცხადებაში დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გადაცემების გუნდის წევრებს, რომელთაგან თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების შექმნაში",-აღნიშნულია ტელეკომპანია "იმედის" განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)