16:39 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-31 11:51:00, 433 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: საგარეჯო იმაზე უფრო აქტიურ დეპუტატს მიიღებს, ვიდრე ჰყავდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საგარეჯოში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატად თამარ ხიდაშელის წარდგენა შეაფასა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საგარეჯოს უფრო ენერგიული და აქტიური დეპუტატი ეყოლება, ვიდრე მას მიმდინარე წლის პირველ მაისამდე ჰყავდა.

ამასთან, თინა ხიდაშელს ეჭვი არ ეპარება, რომ საგარეჯოელები არჩევანს კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გააკეთებენ.

„ვფიქრობ,რომ საგარეჯო მიიღებს იმაზე გაცილებით უფრო ენერგიულ, აქტიურ დეპუტატს, ვიდრე მას მიმდინარე წლის 1 მაისამდე ჰყავდა, სანამ მე წარმოვადგენდი ამ ოლქს. თამარ ხიდაშელი იყო ერთ–ერთი საუკეთესო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. მან თავისი საქმიანობა გააგრძელა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების მიმართულებით, არასამთავრობო სექტორიდან უამრავ პროექტში მონაწილეობდა,  ის უჩა ნანუაშვილთან მუშაობს და ეს მნიშვნელოვანი გამოციდლებაა, რომელიც მას წაადგება. ეჭვი არ მეპარება, რომ საგარეჯოელები არჩევანს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გააკეთებენ და ყველა იმ შესაძლებლობას გამოიყენებენ, რასაც მათ ხელისუფლება სთავაზობთ“, – აღნიშნა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, პრემიერმა საგარეჯოში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟრიტარობის კანდიდატად თამარ ხიდაშელი დაასახელა, მარტვილში კი, სოსო დანელია.

შეგახსენებთ,  საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. აღნიშნული ორი რაიონის ამომრჩეველს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს, რადგან მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი კი, თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics