17:33 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-05 11:03:49, 5321 ნახვა

საზოგადოება
ახალი წლის დღეებში დამწვრობის ცენტრს 60-მდე პაციენტმა მიმართა

ახალი წლის დღეებში, თბილისის დამწვრობის ცენტრს, პიროტექნიკისგან მიღებული დამწვრობების გამო,  სულ 60-მა პაციენტმა მიმართა, მათ შორის ერთი, 23 წლის მამაკაცი, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

მისივე თქმით,  რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი მამაკაცი  საახალწლო ასაფეთქებელს თავად ამზადებდა, რა დროსაც, ხელში აუფეთქდა.

„ახალი წლის პერიოდში სულ 60-მა პაციენტმა მოგვმართა და აქედან დიდი უმრავლესობა ამბოლატორიული პაციენტი იყო. ამ 60 ადამიანიდან, ნახევარი ბავშვი იყო, ნახევარი კი- მოზრდილი. აქედან ყველაზე მძიმე პაციენტი ამ წუთებშიც რეანიმაციულ განყოფილებაში წევს. ის 23 წლისაა და მან საახალწლოდ გადაწყვიტა, საკუთარი შემოქმედებით სხვადასხვა ნივთიერებით ასაფეთქებელი შეექმნა, რომელიც კრახით დასრულდა  და ხელში აუფეთქდა. ყველაზე პატარა პაციენტი  2 წლის, ხოლო ყველაზე ხანდაზმული 84 წლის იყო. აღნიშნულ 2 წლის ბავშვს მისმა დედმამიშვილმა შემთხვევით საახალწლო ასაფეთქებელი მოარტყა.  მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და ის უკვე სახლშია გაწერილი“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ გუგა ქაშიბაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics